en
ge

მობილიზატორი

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური ოფისისთვის მობილიზატორ(ებ)ის პოზიციაზე, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-მდე ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსისა (GAARD).

ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით. 

ვაკანსია: მობილიზატორი 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

წყარო:jobs.ge