en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია (GMHC)
  • დაწყების თარიღი: 12.07.2012
  • ბოლო ვადა: 01.10.2012
  • ბმული: http://www.media.ge/stories/seminaridakonkursizhurna
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია (GMHC) აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად თემაზე: „როგორ გავაუმჯობესოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახური - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და მობილური სერვისის განვითარება".
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ 2012 წლის 25 ივლისიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედ გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული სტატია/ინტერვიუ ან ტელე/რადიო სიუჟეტი, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ საკითხებს:
1. ფსიქიკური ჯანმრთელობის საავადმყოფოს გარეთა სერვისის უპირატესობები;
2. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანიშნულება;
3. მობილური (ბინაზე მომსახურების) სერვისის განვითარების პესპექტივები;
4. წარმატებული ისტორია (ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რეალური ცხოვრების მაგალითზე).
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო მასალები უნდა გაგზავნონ მისამართზე: gmhcgmhc@hotmail.com, გამოქვეყნებული სტატიის ან ეთერში გასული სიუჟეტის თარიღის, მედია საშუალების და ავტორის მითითებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 5 55 729385, ნატალია ჩირიკაშვილი
წყარო: media.ge