en
ge

მწვანე ბანაკი

კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის - მონაწილეთა მიღება იწყება!

CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მონაწილეთა მიღებას ქალებისა და ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. 

ბანაკი მიზნად ისახავს ადგილობრივი თემების გააქტიურებას, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის მიზნით. ბანაკის მონაწილეები გაივლიან თემატურ ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, კლიმატის ცვლილება, მისი გამომწვევი მიზეზები, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია და მასთან ეფექტიანი ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა, ენერგო ეფექტიანობა.

წყარო:cenn