საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების შესახებ საზოგადოების ეფექტიანად ინფორმირების და დეზინფორმაციასთან გამკლავების მიზნით, USAID GGI პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აცხადებს სტაჟირების პროგრამას. კონკურსი მიზნად ისახავს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ბათუმისა და ქუთაისის რეგიონულ ბიუროებში სტაჟიორების აყვანას.
წარმატებულ 2 კანდიდატს ექნება უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს სიღრმისეული ცოდნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ, შეიძინოს დეზინფორმაციასთან გამკლავების კუთხით საჭირო პრაქტიკული უნარები და აიმაღლოს კვალიფიკაცია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში