ადამიანის
უფლებებისა და სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამით დაფინანსებული პროექტის „უფასო სამართლებრივი
დახმარება
რელიგიური
უმცირესობებისთვის"
ფარგლებში
აცხადებს
ვაკანსიას იურისტის (ნახევარგანაკვეთზე დატვირთვით) პოზიციაზე.
აღნიშნული
პროექტი მიზნად ისახავს რელიგიური უმცირესობების მიერ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სამართლებრივი მომსახურების განხორციელებას ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება განხორციელდება სამი ძირითადი საშუალებით: 1. კონსულტაციების სისტემა, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითადი ფორმას - საველე, სტაციონალური, სატელეფონო და ონლაინ (იმეილი, სკაიპი, სოციალური ქსელები); 2. სამიზნე ჯგუფის უფლებების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, გამოძიებასა და სამივე ინსტანციის სასამართლოს წინაშე; 3. სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების წარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებში
ძირითადი
მოვალეობების
აღწერა
- პროექტის
იურისტის მოვალეობები და საქმიანობებია:
- პროექტის ბენეფიციარებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა ოფისში და საველე კონსულტაციებზე;
- რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების პროაქტიული იდენტიფიცირება კანონმდებლობის დონეზე და ასევე, ბენეფიციარ ჯგუფებთან საველე სამუშაობის დროს;
- რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მცირე საინფორმაციო გაიდლაინის მომზადებაში მონაწილოების მიღება;
- პროექტის ბენეფიციარებისთვის სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
- ბენეფიციართა ინტერესების წარმოდგენა ადმინისტრაციული ორგანოების, სასამართლოებისა და საგამოძიებო ორგანოების წინაშე.
- მედია საშუალებებთან კომუნიკაცია EMC-ის სახელით მის მოვალეობებს მიკუთნებულ საკითხებთან დაკავშირებით.
შესაბამისობის
კრიტერიუმები
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადვოკატის სტატუსი საერთო სპეციალიზაციით;
- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;ლიბერალური ღირებულებებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობის რწმენა;
- შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
განაცხადის
შემოტანის
პროცესი
- აპლიკანტებმა
უნდა გამოაგზავნონ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
- საკუთარი რეზიუმე (СV);
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის
(დიპლომის)
ასლი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა
- სამოტივაციო წერილი;
- ორი რეკომენდატორის ვინაობის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის სამუშაო ან საგანმანათლებლო უნარ-ჩვევები.
EMC უმოკლეს ვადაში დაგიდასტურებთ განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღებას. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
საბუთების
წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 23 აგვისტო, 18:00 საათი.
მითითებული
დოკუმენტები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: humanrightsemc@gmail.com
EMC მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.
EMC-ის მისამართი:
შანიძის ქუჩა #3.
https://www.facebook.com/RIGHTSEMC
წყარო: ადამიანის უფლებებისა და სწავლების და მონიტორინგის ცენტრი