ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) აცხადებს საგრანტო კონკურსს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობისათვის.
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.
წყარო: jobs.ge