საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებენ პროექტს "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა". პროექტის ფარგლებში მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცხადდება კონკურსი სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად.
სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლი უნდა მოიცავდეს შემდეგ გზავნილებს:
- არალეგალური მიგრაცია: მონობა, ტრეფიკინგი, მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, მუდმივად დეპორტაციის შიში;
- გააკეთე სწორი არჩევანი - არალეგალური vs. ლეგალური;
- გამოიყენე ლეგალურად წასვლის/დასაქმების ახალი შესაძლებლობები.
დაინტერესებულმა პირებმა 2013 წლის 31 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ ზემოთ აღნიშნული გზავნილების შესაბამისად სცენარი და სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი. ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს და დაცული უნდა იყოს სატელევიზიო/რადიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილი პარამეტრები.
სცენარი და ბიუჯეტი დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ან გამოაგზავნონ 31 აგვისტოს 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე:
khatunaburkadze@gyla.ge
ან თბილისი, ჯ. კახიძის ქ. 15
ტელეფონი: 2936101; შიდა ნომერი 135
მობილური: 577 727235
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
წყარო:jobs.ge