en
ge

მონაწილეთა შერჩევა ტრენინგისთვის

სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი SiNC იწყებს მონაწილეთა შერჩევას ტრენინგში "Technological Literacy 4.0: the way towards inclusion" მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი ჩატარდება ბრიუსელში, 2021 წლის 22-26 ნოემბერს.

მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯები (ტრანსპორტირება და საცხოვრებელი) იფარება პროექტის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია YouthProAktiv პარტნიორობით. ტრენინგში მონაწილეობის მსურველები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.

სამოტივაციო წერილის და რეზუმეს გამოგზავნის ვადაა: 10 აგვისტო, 18:00 სთ. 

ელ.ფოსტა: info@sinc.org.ge

                                                

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში