en
ge

კონკურსი: “სამოქალაქო აქტივიზმის” ონლაინ კურსის შექმნა და გაძღოლა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს – სამოქალაქო აქტივიზმის კურსის შექმნისა და გაძღოლის შესახებ.

კურსის შექმნის მიზანი არის სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების ხელშეწყობა, აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე აქტივიზმით დაინტერესებული პირებისთვის პრაქტიკული უნარების სწავლება. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა მიიღონ თეორიული ცოდნა სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ (წარმოშობა და ისტორია, მისი როლი საზოგადოების განვითარებისთვის, აქტივიზმის ფორმები და ა.შ.), ასევე გაეცნონ პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შემთხვევებს, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ ცვლილების ინიციატორები.

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი