ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" იწყებს ონლაინ სასწავლო პროგრამას "ციფრული ტრანსფორმაციის მედია სკოლა" MOODLE-ის პლატფორმაზე. ონლიან სასწავლო კურსის სამიზნე აუდიტორიაა: სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სტუდენტები (განსაკუთრებით რეგიონალური უნივერსტეტის სტუდენტები), ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მედიაწიგნიერების თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირი.
პროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებას რეგიონებში. პროგრამა ხელს შეუწყობს და წაახალისებს მოსახლეობის გაძლიერებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.
სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს სასწავლო ვიდეოებს და საინტერესო საკითხავ მასალას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში