იწყება ქართველი ავტორების განაცხადების მიღება თბილისისა და ლა კორუნიას სამწერლო რეზიდენციების პროგრამაში მონაწილეობისთვის.
პროგრამის ფარგლებში, ერთი ესპანელი ავტორი, მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს, ქართველი ავტორი კი ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში გაემგზავრება.
გაცვლით სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შემოტანა შეუძლია ავტორს, რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი (ჟანრის განურჩევლად). ასევე, აუცილებელია, ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე (A2) ცოდნა.
წყარო: https://twbc.ge/program