საქართველოს სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს - „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის“.
კონკურსის მიზანია შშმ პირების და ხანდაზმულებისთვის სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების უზრუნველყოფისთვის.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი