en
ge

სტაჟირება – ქუთაისი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეძებს მოხალისე სტაჟიორს, ნახევარ ან სრულ განაკვეთზე, რომელიც იმუშავებს ქუთაისის საპარლამენტო ოფისში.

სტაჟიორს მოეთხოვება ახალ კანონპროექტებზე მოკლე მიმოხილვების გაკეთება, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, კვლევაში დახმარება, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე და კომიტეტების შეხვედრებზე დასწრება და ანგარიშის ჩაბარება ხელმძღვანელისთვის.

კვალიფიკაცია

კანდიდატს მოეთხოვება:

იყოს დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
იყოს მოტივირებული, ინიციატივის მქონე და შეეძლოს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მუშაობა;
კარგად ფლობდეს საბაზისო კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Word, Excel) და ბეჭდვით უნარებს;
შეეძლოს ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერა;
კომუნიკაბელური;
კარგად ესმოდესსაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მისია და მანდატი;
უპირატესობა მიენიჭება სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტებს და ახლად კურსდამთავრებულებს;
სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.

აღნიშნულიპოზიცია აქტიური და საქმისერთგული ახალგაზრდებისთვისაა, რომელთაც არ გააჩნიათრაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. წარმატებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცემათ, უშუალოდ გაეცნონ საქართველოში ერთ-ერთიმოწინავე არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას და მენეჯმენტს,გაიგონ საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების შესახებ და გაზარდონმომავალში მათი დასაქმებისშანსები.

სტაჟირებაარ არის ანაზღაურებადი.სტაჟირების ვადა არის3 თვედა შეიძლება გახანგრძლივდეს მუშაობისა და საჭიროებებიდანგამომდინარე.

სააპლიკაციოპროცესი

აპლიკაციაუნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე jobs@transparency.ge, რომელიცმოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. რეზიუმეან CV (ქართულად ან ინგლისურად)

2. სამოტივაციოწერილი, სადაც მითითებულიიქნება თუ რატომარის აპლიკანტი დაინტერესებული ამ პოზიციითდა რა შესაბამისიკვალიფიკაცია გააჩნია (ქართულად ან ინგლისურად)

შერჩეულაპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. სტაჟირება დაიწყება სექტემბრის თვეში.

არასრულადშემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება.ასევე, გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ "სტაჟირება - საპარლამენტო ოფისი”.

განაცხადისშემოტანის ბოლო ვადა:

02 სექტემბერი2013

წყარო: transparency.ge