წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური დ სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-GCRT რეგიონული და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს
ვორქშოფსა და პრაქტიკულ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
თემა: საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების დღევანდელი მდგომარეობის გაცნობა, გაუჩინარების ტრავმის გავლენა ოჯახებზე.
ვორქშოფი ერთდღიანია და მისი მიზანია, მედიის წარმომადგენლებს უკეთ
გააცნოს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ფსიქოსოციალური და
სამართლებრივი მდგომარეობა, სამიზნე ჯგუფის პრობლემების გაშუქების
სპეციფიკა. ვორქშოფის მეორე დღეს 30 აგვისტოს მოეწყობა პრაქტიკული ტური,
ჟურნალისტები დაესწრებიან ღონისძიებას რომელიც ეწყობა უგზო-უკვლოდ
დაკარგულ პირთა საერთაშორისო ხსოვნის დღის აღსანიშნავად, პრაქტიკული ტურის
საშუალებით ერთის მხრივ ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება გაიუმჯობესონ
პრაქტიკული უნარ-ჩვევები წინა დღით თეორიულად მიღებულ ცოდნაში და მეორეს
მხრივ მოახდინონ თემის გაშუქება თავიანთ მედიასაშუალებებში, რაც გაზრდის 30
აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღის ცნობადობას ქართულ
საზოგადოებაში.
ვორქშოფისა და პრაქტიკული ტურის შემდგომი ეტაპია ჟურნალისტების მიერ
მომზადებული და განთავსებული მასალის კონკურსზე გატანა, სადაც
დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ჟურნალისტს, რომელიც
დაჯილდოვდება სიმბოლური საჩუქრით.
ვორქშოფს გაუძღვება: სოფო ტაბაღუა, ფსიქოთერაპევტი, კოორდინატორი-GCRT.
ტექნიკური დეტალები:
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:
sopotaba@gmail.com ვორქშოფი ჩატარდება 2013 წლის 29 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, მისამართი ქანთარიას 11 ა, ხოლო
პრაქტიკული ტური მოეწყობა 30 აგვისტოს 14.30-18.00 დიდუბის საგამოფენო
დარბაზი(ექსპოჯორჯია) მესამე პავილიონი.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა:
2013 წლის 25 აგვისტო, 18:00 სთ.
ვორქშპოზე მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ჟურნალისტი წარმოადგენდეს
რომელიმე მედიასაშუალებას (ტელევიზია,ინტერნეტტელევიზია, რადიო, გაზეთი,
ჟურნალი, ბლოგი) ვორქშოპზე დასწრება ჟურნალისტებისთვის არის უფასო,
გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რეგიონებიდან ჩამოსულ
პირებს ტრანსპორტირების ხარჯი არ აუნაზღაურდებათ.
წყარო: jobs.ge