en
ge

კონკურსი Habitat Scroll საპატიო ჯილდოს მისაღებად

გაერთიანებული ერების ურბანული დასახლებების პროგრამა აცხადებს კონკურსს Habitat Scroll საპატიო ჯილდოს მისაღებად. ნომინანტი შეიძლება გახდეს ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, ინიციატივა ან პროექტი ინოვაციური მიდგომებისთვის, მიღწევებისა და გამოცდილებისთვის შემდეგ სფეროებში: ურბანული კანონმდებლობა, ურბანული დაგეგმარება და დიზაინი, ურბანული ეკონომიკა, ურბანული მომსახურება, რისკების შემცირება და რეაბილიტაცია, ურბანული კვლევა და ა.შ.