თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი იწვევს მოტივირებულ ახალგაზრდებს მოხალისეთა პლატფორმის გასაძლიერებლად.
შერჩეულ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო გასართობი მეთოდების გამოყენებით, ონლაინ მიეწოდებათ ცოდნა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან თემებზე, გაეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს, თვითმმართველობის როლსა და ფუნქციებს, საარჩევნო სისტემას, აგრეთვე რელიგიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მის როლს საზოგადოების განვითარებაში.
მონაწილეებისთვის ეტაპობრივად გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსები, რომლითაც ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი იდეების რეალიზებისთვის მიიღონ დაფინანსება.
შეავსეთ აპლიკაცია...