კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის ინვალიდობის სფეროში
მომუშავე 27 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება, რომლის მისიაა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო უფლებებისა და ინტერესების
დაცვა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქვეყანაში მიმდინარე
პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აცხადებს ვაკანსიას
პროექტის მენეჯერის პოზიციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მიმართულებით სრულ განაკვეთზე.
აღნიშნული ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის
ადვოკატირება" ფარგლებში, რომელსაც კოალიცია აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით იწყებს. აღნიშნული პროექტის
მიზანია, თბილისსა და საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, აჭარა, გურია და
სამეგრელო) მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა
ორგანიზაციების (DPO) გაძლიერება, რათა მათ ეფექტურად შეუწყონ ხელი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა, მამაკაცთა და ბავშვთა ჩართულობას
მიმდინარე და მომავალ პროგრამებსა და აქტივობებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
** ორგანიზაციების ტრენინგები ადვოკატირებაში, მონიტორინგსა და პროექტების შემუშავება/განხორციელებაში თბილისსა და ოთხივე რეგიონში;
** საინვალიდო მოძრაობის გაშლა რეგიონებში: იმერეთში, სამეგრელოში,
გურიასა და აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა ლიდერების
გამოვლენა და ტრენინგები
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა ორგანიზაციების ჩართულობის
გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, სამთავრობო სტრუქტურებსა და
არასამთავრობო სექტორს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
პროექტის მენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მიმართულებით (სრული განაკვეთი):
სამუშაოს მიზანი და ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის იმიჯის შექმნა, ავტორიტეტის ამაღლება, ორგანიზაციის შესახებ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება;
** კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისათვის;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** კოალიციის შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების გაშუქების უზრუნველყოფა;
** შეხვედრების მოწყობა მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან;
** პრესკონფერენციების და ბრიფინგების ჩატარების ორგანიზება;
** სიუჟეტების, განცხადებების, პრესრელიზებისა და საინფორმაციო ხასიათის
მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მასალების მომზადება და მასობრივი
საშუალებებისათვის მიწოდება;
** ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის მუდმივი
კონტროლი და შინაარსობრივი გამართულობის და სიზუსტის უზრუნველყოფა;
** პრესასთან ურთიერთობის საკითხებზე თანამშრომელთათვის კონსულტაციების გაწევა;
** ვიდეო, ფოტო და ბეჭდვითი არქივის შექმნა;
** ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის განხრით);
** მინიმუმ 2 წელი მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
** შეზღუდული შესაძლებლობის თემის ცოდნა;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მოქმედების ინიცირების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითობა;
** ორგანიზებულობა;
** ადაპტაციისა და ზეწოლის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, შინაარსობრივი და მონიტორინგის ანგარიშების მომზადების უნარი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელ-მისამართზე:
ciltbilisi@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის (subject) გრაფაში მიუთითოთ გამოცხადებული ვაკანსიის დასახელება.
საკონტაქტო პირი:
რატი იონათამიშვილი; 599 87 47 49; 2 35 66 09;
ciltbilisi@gmail.com
http://www.disability.ge
განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა:
2013 წლის 2 სექტემბერი, 18:00
გასაუბრებები ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.