ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს, „სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგის“ მონაწილეთა შესარჩევად. სამდღიანი ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 15-17 სერქტემბერს ქალაქ ერევანში, სომხეთი.
ტრენინგის სამუშაო ენაა რუსული; მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18-22 წლის ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებულია აფხაზ და ოს თანატოლებთან ერთად სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების სფეროში სამომავლო თანამშრომლობით, სამშვიდობო დიალოგებსა და პროექტებში მონაწილეობით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი