სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ახალ ონლაინ სასწავლო პროგრამაზე „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის.“
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცეს აიმაღლონ ცოდნა და კომპეტენცია ადგილობრივი თვითმმართველობის არსის, მისი ფუნქციონირების პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ, გაიგონ ამ პროცესში რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს საზოგადოებრივ მონაწილეობას და სამოქალაქო ჩართულობას, გაეცნონ მონაწილეობის სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებს, გაანალიზონ ამ პროცესების ძლიერი და სუსტი მხარეები, შეაფასონ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა მონაწილე მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხებს, როგორ უნდა დაიგეგმონ და განხორციელონ მონაწილეობითი პროცესი. პროგრამა მიმართულია მონაწილეთა ანალიტიკური უნარების გაძლიერებაზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი