en
ge

სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგი

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს, „სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგის“ მონაწილეთა შესარჩევად. 

სამდღიანი ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 12-14 ოქტომბერს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ქვეყანა შეირჩევა იმ პერიოდში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით. 

ტრენინგის სამუშაო ენაა ინგლისური და რუსული; მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18-22 წლის ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებულია აფხაზ და ოს თანატოლებთან ერთად სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების სფეროში სამომავლო თანამშრომლობით, სამშვიდობო დიალოგებსა და პროექტებში მონაწილეობით.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი