en
ge

იურისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ასოციაცია ანიკა
  • დაწყების თარიღი: 16.08.2013
  • ბოლო ვადა: 26.08.2013
  • ბმული: http://jobs.ge/61445/
ასოციაცია "ანიკა" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის "სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის" პროგრამის მხარდაჭერით და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით დაფინანსებული "უფასო იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თბილისსა და გორში" პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას თბილისის ოფისის იურისტის პოზიციაზე.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქმედუუნაროდ აღიარებული და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი კანონიერი წარმომადგენლების (მეურვე, მზრუნველი, ოჯახის წევრი) უფლებების ეფექტური დაცვის ხელშეწყობას მათთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევის გზით.

პროექტის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება განხორციელდება ორი ძირითადი საშუალებით: 1. კონსულტაციების სისტემა, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად ფორმას - სატელეფონო, ინდივიდუალური, საველე და ონლაინ; 2. პროექტის სამიზნე ჯგუფის უფლებების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, გამოძიებასა და საერთო სასამართლოებში.

იურისტის ძირითადი მოვალეობებია:

** პროექტის ბენეფიციარებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა ოფისში და საველე კონსულტაციებზე გორის მუნიციპალიტეტში;
** პროექტის ბენეფიციარებისთვის სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
** ბენეფიციართა ინტერესების წარმოდგენა ადმინისტრაციული ორგანოების, საერთო სასამართლოებისა და საგამოძიებო ორგანოების წინაშე;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით მცირე საინფორმაციო გაიდლაინის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მედია საშუალებებთან კომუნიკაცია ასოციაცია "ანიკა"-ს სახელით, მის მოვალეობებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატის სტატუსი საერთო სპეციალიზაციით;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების გამორჩეული უნარი;
** სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის გამოცდილება;
** პროფესიით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

განაცხადის შეტანის პროცესი:

აპლიკანტებმა უნდა გააგზავნონ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anika97_13@mail.ru

** რეზიუმე (CV);
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა;
** სამოტივაციო წერილი,
** ორი რეკომენდატორის ვინაობის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის სამუშაო ან საგანმანათლებლო უნარ- ჩვევები.

არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება. ასევე, გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ: "იურისტი თბილისი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:

ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. მიღების ბოლო ვადა 2013 წლის 26 აგვისტოს 15.00 საათზე იწურება. ორგანიზაცია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება., ასოციაცია "ანიკა"-ს მისამართი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. 136.
წყარო: jobs.ge