en
ge

საგრანტო კონკურსი “ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა“

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს “ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია სექსუალური განათლების შვედური ასოციაცია RFSU. 

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქალთა გაძლიერებაზე, მათი ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, ამ საკითხების მიმართ არსებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლაზე, აგრეთვე, სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ქსელური მუშაობის გაძლიერებასა და დაცვაზე. 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი