"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს კონკურსს ქუთაისის ფილიალის დღის ცენტრის სპეციალური პედაგოგის ვაკანსიაზე. "პირველი ნაბიჯი საქართველო" არის არასამთავრობო
საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება სპეციალური პედაგოგი/ფსიქოლოგი
** მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** მეთოდისტის მიერ შემუშავებული პროგრამების მიხედვით შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვებში წინა სასკოლო უნარ-ჩვევების განვითარება;
** შშმ ბავშვების ჯგუფთან მუშაობის პროცესში წინასწარ შემუშავებული სასწავლო პროგრამით ხელმძღვანელობა;
** სამუშაო მასალის მომზადება-მოძიება მეთოდისტის მიერ შემუშავებული პროგრამების მიხედვით;
** ბავშვის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება.
მოთხოვნები:
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი
სასურველია: ბავშვებთან ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება
სამუშაო დატვირთვა: სრული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:
vacancy.fsg@gmail.com და გთხოვთ, "Subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
წყარო: jobs.ge