თანადაფინანსების პრინციპზე დაფუძნებული კონსულტაციები სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და სერტიფიცირების მიზნით. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწვევს ექსპორტზე ორიენტირებულ ადგილობრივ აგრობიზნესებს, მიმართონ განაცხადით პროგრამას სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებით - BRCGS, FSSC 22000 და IFS - გათვალისწინებული სისტემების დანერგვის და სერტიფიცირების მიზნით.
წყარო: Jobs.ge