en
ge

წლის სოციალური საწარმო 2021

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სოციალურ საწარმოთა ალიანსი
  • დაწყების თარიღი: 06.09.2021
  • ბოლო ვადა: 03.10.2021
  • ბმული: https://seageorgia.ge/news/78

მიმდინარე წელს, 18 ნოემბერს, სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, გაიმართება სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმი, რომლის ფარგლებში, ტრადიციულად, გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში “წლის სოციალური საწარმო”.  

ნომინაციაში „წლის სოციალური საწარმო“ მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობაც აკმაყოფილებს სოციალური მეწარმეობის განმარტებას ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით: 

  • ორგანიზაცია უნდა ფლობდეს სოციალური მეწარმეობის საქმიანობის, სულ მცირე, ერთწლიან უწყვეტ გამოცდილებას; 
  • 2019 და 2020 წლის ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს მიმდინარე წელს კონკურსში მონაწილეობას მიღების უფლება არ აქვთ; 
  • ნომინირება: წლის სოციალური საწარმოს ნომინაციაში, სოციალური საწარმოს წარდგენის შესაძლებლობა აქვს: სოციალური საწარმოს მენეჯმენტის (მმართველო ორგანოს) წარმომადგენელს; სოციალურ საწარმოში დასაქმებულ პირს; საწარმოს მხარდამჭერს, მენეჯმენტთან შეთანხმებით.

განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს

წყარო: http://seageorgia.ge/