განახლდა აპლიკაციების მიღება პროგრესული იდეების სკოლა 2021-ის სემინარებზე.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. ჯამში შეირჩევა 20 მონაწილე.
პროგრესული იდეების სკოლის მიზანია თანასწორობის, დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის იდეების გავრცელება ახალგაზრდებში. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნულ იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა საქართველოში, რას წარმოადგენს სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფო და როგორ მუშაობს ამგვარი სახელმწიფოს მოდელი მსოფლიოს მასშტაბით და ასევე, რა გამოცდილება აქვს საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.
რეგიონებიდან მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯები, მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის საფუძველზე, აზანღაურდება ორგანიზაციის მიერ.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შევსება ელექტრონული აპლიკაცია
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ონლაინ-გასაუბრება ჩატარდება 16 და 17 ოქტომბერს.
მონაწილეებს სკოლის დასრულების შემდეგ გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სკოლის წევრები სამომავლოდ ჩაერთვებიან ALUMNI პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსსა თუ აქტივობაში.
არსებული ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, სასურველია მონაწილეები იყვნენ აცრილები COVID19ის საწინააღმდეგო ვაქცინით. სკოლა ჩატარდება საქართველოს დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მთავრობის დამტკიცებული რეგულაციების დაცვით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს პროგრესული ფორუმის, პლატფორმასა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე.
წყარო: progressive.ge