ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" აცხადებს კონკურსს 30-60 წამიანი სარეკლამო ვიდეოს შექმნაზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, კონკურსანტმა მოამზადოს ვიდეო ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების თემაზე, კერძოდ, ავტომობილში ბავშვთა სპეციალური დამჭერი სავარძლების გამოყენებაზე, მნიშვნელობასა და მის პოპულარიზაციაზე. სარეკლამო ვიდეო შესაძლებელია გადაღებულ იქნას სამოყვარულო ვიდეო კამერით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ვიდეო უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: lika@safedrive.ge, meri.abramishvili@gmail.com საკონტაქტო ტელეფონი –598 359170. გამარჯვებული შეირჩევა ჟიურის მიერ. საუკეთესო ვიდეოს ავტორი გამოცხადდება ამა წლის 10 ოქტომბერს. გამარჯვებულს საჩუქრად iPad mini გადაეცემა.
ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" უფლებას იტოვებს გამოიყენოს კონკურსში მონაწილე ვიდეოები.