en
ge

სემინარი: ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება

პროექტ "ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის" ფარგლებში "თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი" (Free Democratic Institute) "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისი" (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus) მხარდაჭერით მართავს ოთხდღიან გასვლით სემინარებს და გიწვევთ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს (18-30) პროექტში "ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის" მონაწილეობისთვის.

"ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის" მიზნად ისახავს სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიის გზით გაზარდოს აქტიური ახალგაზრდების მოტივაცია, უნარები და შესაძლებლობები, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია პროექტში მონაწილეობა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა ახალგაზრდამ, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან. პროექტში მონაწილეთა სასტუმროში განთავსება უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციის მიერ, ხოლო რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების ტრანსპორტირება ანაზღაურდება.

წყარო: Jobs.ge