გსურს, გახდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი? შეავსე აპლიკაცია და შეუერთდი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივას.
ამისათვის შენ უნდა იყო 16-დან 26 წლამდე ასაკის და უნდა გქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან გაერთიანებული სამეფოს* მოქალაქეობა.
კანდიდატებს განაცხადის შევსებისას მოეთხოვებათ, დაწერონ სამოტივაციო წერილი და შეასრულონ შემოქმედებითი დავალება.
განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე მიიწვევენ. ისინი, ვინც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, დაესწრებიან სპეციალურ სესიებს და მათი პროფილები შესაფასებლად გაეგზავნებათ პროექტის „EU NEIGHBOURS east“ და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც გამარჯვებულ კანდიდატებს გამოავლენენ. განაცხადების მიღების შეწყვეტიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე წარმართული პროცესი დაახლოებით რვა კვირა გაგრძელდება.
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას საფუძველი 2016 წელს ევროკავშირის მიერ ჩაეყარა და დღემდე მასში ათასზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. ამჟამად აქტიურ საქმიანობას 34 სხვადასხვა ეროვნების 500-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ეწევა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი