გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს - "ისწავლე უსაფრთხო გარემოში“.
კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. კონკურსი ტარდება პროგრამის ფარგლებში - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოში“, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება 10 მოწყვლად მუნიციპალიტეტში.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში