გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის აცხადებს კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი რეგიონული მედიის წარმომადგენელს. წარმოდგენილი მასალა დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში