en
ge

კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2021

"ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეცხრე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს. 

პრემიის კრიტერიუმები:

  • კანდიდატი პირდაპირ უნდა იყოს ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში; 
  • უნდა იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური; 
  • ხელს უწყობდეს ქალთა უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების; 
  • ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას; 
  • აქტიურად იყოს ჩართული ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში; 
  • უნდა საქმიანობდეს საქართველოში. 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 

  • ცხოვრობდეს და მუშაობდეს საქართველოს ტერიტორიაზე; 
  • ესმახურებოდეს ქალების, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების, უფლებებრივი მდგომარეობის დაცვასა და გაუმჯობესებას; 
  • იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური; 
  • ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი