en
ge

საგრანტო კონკურსი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ზოგადი მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 

გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100,000 ლარს შეადგენს.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი