en
ge

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს“. 

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი