ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს კონკურსს ახალგაზრდული მუშაკის ჯილდოს მისაღებად.
ჯილდო განკუთვნილია მათთვის, ვინც ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, მუშაობს მოზარდებთან და ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის ძირითადი პრინციპების გამოყენებით და ხელს უწყობს მათ მრავალმხრივ განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში მცხოვრებ პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს, რომლებსაც აქვთ ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიის გამოყენებითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, უნდა გადმოტვირთონ და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში