საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის (WISE).
საგრანტო კონკურსის მიზანია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების ინიცირების ან/და განვითარების მხარდაჭერა, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების ეფექტური დასაქმების და ინტეგრაციის მიზნით.
საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონები: გურია, კახეთი, ქვემო ქართლი.
შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად/განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14 000 ევროს ეკვივალენტს ლარში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი