საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), შვეიცარიულ საერთაშორისო ორგანიზაცია "HEKS-EPPER"-ის ფინანსური მხარდაჭერით, "მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის" პროექტის "ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში"-ს ფარგლებში აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე "კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი".
კურსის მიზანია საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება კონფლიქტების არსის შესახებ, კავკასიაში არსებული კონფლიქტების და მათი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური გავლენის მიმოხილვას. კურსი დაყოფილია ორ ნაწილად, საიდანაც პირველი ნაწილი დაეთმობა ლექცია-სემინარებს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და ყარაბაღის კონფლიქტები შესახებ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა კონფლიქტების პრაქტიკულ უნარებს კერძოდ, მოლაპარაკებების ტექნიკებს, როლურ თამაშებსა და მოლაპარაკებების სიმულაციებს.
პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან თემაზე მომუშავე მოწვეული პრაქტიკოსები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და უშუალოდ ამ კონფლიქტების მენეჯმენტში ჩართული ექსერტები.
პროგრამაზე სწავლება არის უფასო და სრულად დაფინანსებულია "HEKS EPPER"-ის მიერ.
წყარო: Jobs.ge