en
ge

კონკურსი სოციალური კლიპის დამზადებაზე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა" აცხადებს კონკურსს სოციალური კლიპის დამზადებაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფინანსებული პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა", ფარგლებში. 

სოციალური კლიპის მიზანია საზოგადოების გათვითცნობიერება შშმ ქალებისა და გოგონების უფლებებში, სოციალურმა რგოლმა მოტივაცია უნდა მისცეს ფართო საზოგადოებას და, მათ შორის, შშმ ქალებსა და გოგონებს, გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა და ჩართულობის აუცილებლობა შშმ პირების, შშმ ქალთა და გოგონათა წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის საკითხებში. 

წყარო: Jobs.ge