en
ge

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საგრანტო კონკურსი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2022 წლის კონკურსში. 

Პროგრამა AFCP-ის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით: 

კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ; 

კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან, მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება; 

ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – როგორიცაა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები. 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი