en
ge

სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობა

პროექტის, "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრმა. 

ცენტრი ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს კომპლექსურ და საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას: 

  • ცენტრში დასაქმებული კარიერის განვითარების კონსულტანტები პროფესიულ კონსულტირებას გაუწევენ სამუშაოს მაძიებლებს; 
  • ცენტრი სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს დასაქმებისთვის საჭირო უნარების განმავითარებელ ტრენინგებს; 
  • ხელს შეუწყობს დასაქმების მსურველებს დაუკავშირდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ყველას 16 წლის ზემოთ, ვისაც სურს, განივითაროს უნარები, შეიძინოს ცოდნა და დასაქმდეს. 

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და მიიღე ცენტრის მომსახურება.  

ცენტრის მომსახურება სრულიად უფასოა.

წყარო: Jobs.ge