ბრიტანეთის საბჭო აცხადებს მიღებას შემოქმედებითი პროდიუსერების პროგრამაზე.
შემოქმედებითი პროდიუსერების პროგრამა არის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აზერბაიჯანში, დასავლეთ ბალკანეთში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, უზბეკეთში და ყაზახეთში მცხოვრები შემოქმედებითი პროდიუსერებისთვის. საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან შერჩეული მონაწილეები ერთად იმუშავებენ ბრიტანულ კომპანიასთან - Curated Place 2022 წლის 21 თებერალი - 4 მარტის პერიოდში.
პროგრამა ხელს შეუწყობს პროფესიული უნარების და ქსელური კავშირების განვითარებას, კო-პროდუქციების შექმნას, პროფესიული და არტისტული წარმატებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი