en
ge

კონკურსი პროექტში მონაწილეობის მიღებაზე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) იწვევს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, მონაწილეობა მიიღონ პროექტში "ACTION - სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის".

პროექტი "ACTION" მიზნად ისახავს შექმნას ქართული, აზერბაიჯანული და სომხური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის გრძელვადიანი თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მონაწილეებში ისეთი უნარებს განვითარებას, როგორებიც არის: მონაცემთა ანალიზი, აუდიტორიისთვის კვლევის შედეგების მარტივ ენაზე მიწოდება და ციფრული მედია კომუნიკაციები.

წყარო: Jobs.ge