en
ge

მე-5 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 06.09.2013
  • ბოლო ვადა: 16.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/62369/
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ერთობლივ მე-5 ყოველწლიურ კონფერენციას გენდერის კვლევაში: გენდერული იდენტობები, დამოკიდებულებები და აღქმა.

კონფერენცია გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში; ასევე, ეძღვნება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლის იუბილეს. კონფერენცია მიზნად ისახავს, მოიწვიოს საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერები და მკვლევარები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი კვლევების შედეგებს გენდერის ზეგავლენაზე იდენტობების ფორმირების პროცესში, ასევე, დამოკიდებულებებისა და აღქმის ჩამოყალიბებისას. გენდერის მნიშვნელობაზე იმ შეხედულებებსა და პრაქტიკასთან მიმართებაში, რომლებიც ინარჩუნებენ დისკრიმინაციას და განაპირობებენ ქალთა სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ლგბტ ადამიანების უფლებების შელახვას და შესაბამისად ხელს უშლიან გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას.
წყარო: jobs.ge