საქართველოში იაპონიის საელჩო ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამას (GGP) ცხადებს.
ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) წარმოადგენს საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთ–ერთ საგრანტო სქემას, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში. დაფინანსება მოიცავს მათ შორის, პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის გადარჩენის, სიცოცხლის, ადამიანის ღირსების დაცვისკენ. ასევე, დაფინანსება მოიცავს ქმედებებს, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანებისა და ადგილობრივი თემის შესაძლებლობების განვითარებაზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი