სლოგანების კონკურსი „გადაწყვეტილება შენზეა!"ტარდება პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 26 წლამდე ახალგაზრდებს 2013 წლის 5 სექტემბრიდან – 1ოქტომბრამდე.
კონკურსზე წარმოდგენილ სლოგანებში უნდა იყოს მოწოდებები: ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისკენ, ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობისკენ, საკუთარი აზრის დაფიქსირების აუცილებლობისაკენ, აქტიური მოქალაქეობის წახალისებისა და არჩევნების მნიშვნელობისაკენ.
სლოგანების კონკურსში მონაწილეობის წესები:
გამოაგზავნეთ თქვენს მიერ შექმნილი სლოგანი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@CDD.ge;
წერილში აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
• თქვენი სახელი, გვარი
• ასაკი
• საცხოვრებელი ადგილის მისამართი
• მობილური ტელეფონის ნომერი
• ელ–ფოსტის მისამართი
სლოგანები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის თემატკას, არ განთავსდება პროექტის Facebook გვერდზე.
სლოგანების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ოქტომბერი
გამარჯვებულების შეარჩევა და დაჯილდოება
კონკურსის სამი გამარჯვებულიდან – ორი გამოვლინდება პროექტის Facebook გვერდზე „LIKE”–ის რაოდენობის მიხედვით, ხოლო ერთს შეარჩევს სპეციალური ჟიური;
გამაჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებითა და სერტიფიკატებით პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2013 წლის ოქტომბერში.
შემოგვიერთდით დღესვე!