საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი" იწვევს სამართალმცოდნეობის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიური პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან/და ადვოკატის სტაჟიორის სერტიფიკატის მიღების მსურველ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს იურიდიული კლინიკის სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
სტაჟირების დასრულებისას გაიცემა რეკომენდაცია/სერტიფიკატი.
სტაჟირების მსურველებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე : ninoandr@yahoo.com
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი, 17:00 საათი.