en
ge

ფოტო კონკურსი „გადაწყვეტილება შენზეა!“

ფოტო კონკურსი „გადაწყვეტილება შენზეა!"ტარდება პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 26 წლამდე ახალგაზრდებს 2013 წლის 5 სექტემბრიდან – 1ოქტომბრამდე.
ფოტო კონკურსის თემატიკა:
ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა
ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდა
აქტიური მოქალაქეობა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის მნიშვნელობა
არჩევნების როლი და მნიშვნელობა
ფოტო კონკურსში მონაწილეობის წესები:
გამოაგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტო შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@CDD.ge
წერილში აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
• თქვენი სახელი, გვარი
• ასაკი
• საცხოვრებელი ადგილის მისამართი
• მობილური ტელეფონის ნომერი
• ელ–ფოსტის მისამართი
თქვენს მიერ გამოგზავნილი ფოტოები განთავსდება პროექტის Facebook გვერდზე: Decision is Your - გადაწყვეტილება შენზეა
ინტერნეტიდან აღებული ფოტოები (პლაგიატის შემთხვევები) არ დაჯილდოვდება
ფოტოები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის თემატკას, არ განთავსდება პროექტის Facebook გვერდზე.
ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2013 წლის 1 ოქტომბერი
გამარჯვებულების შერჩევა და დაჯილდოება:
კონკურსის სამი გამარჯვებულიდან – ორი გამოვლინდება პროექტის Facebook გვერდზე „LIKE”–ის რაოდენობის მიხედვით, ხოლო ერთს შეარჩევს სპეციალური ჟიური;
გამაჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებითა და სერტიფიკატებით პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2013 წლის ოქტომბერში.