„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსზე „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად.
„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. პროექტის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი სამდღიანი სემინარი, რომლებიც ჩატარდება არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ან ონლაინ სივრცეში.
სემინარები ჩატარდება მარტში, აპრილსა და მაისში.
სემინარების ციკლის გავლის შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი კონფლიქტების ანალიზსა და მშვიდობის მშენებლობაში.
პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ ახალგაზრდულ დიალოგსა და სასწავლო ვიზიტში, რომელიც გაიმართება საზღვარგარეთ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი