en
ge

ვიდეო კლიპების კონკურსი „გადაწყვეტილება შენზეა!“

ვიდეო კლიპების კონკურსი „გადაწყვეტილება შენზეა!"ტარდება პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 26 წლამდე ახალგაზრდებს 2013 წლის 5 სექტემბრიდან – 1 ოქტომბრამდე.
ვიდეო კლიპების კონკურსის ძირითადი მიზანია ახალგაზრედის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, კერძოდ ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდა.
ვიდეო კლიპების კონკურსში მონაწილეობის წესები:
ვიდეო კლიპის გადაღება შეგიძლიათ ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით
ვიდეო კლიპისთვის შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი ფორმა: მოკლე ფილმი, ინტერვიუ, ანიმაცია, სკეტჩი და ა.შ
ვიდეო კლიპების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს
გადაღებული კლიპი ატვირთეთ Youtube-ზე, სათაურში მიუთითე „თავად გადაწყვიტე!";
გამოაგზავნეთ თქვენი ვიდეკლიპის ბმული (link) შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@CDD.ge
წერილში აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
თქვენი სახელი, გვარი
ასაკი
საცხოვრებელი ადგილის მისამართი
მობილური ტელეფონის ნომერი
ელ–ფოსტის მისამართი
გამოგზავნილი ვიდეო კლიპები განთავსდება პროექტის Facebook გვერდზე: Decision is Your - გადაწყვეტილება შენზეა
ვიდეოკლიპების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ოქტომბერი
გამარჯვებულების შერჩევა და დაჯილდოება
კონკურსის სამი გამარჯვებულიდან – ორი გამოვლინდება პროექტის Facebook გვერდზე „LIKE”–ის რაოდენობის მიხედვით, ხოლო ერთს შეარჩევს სპეციალური ჟიური;
გამაჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებითა და სერტიფიკატებით პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2013 წლის ოქტომბერში.
შემოგვიერთდით დღესვე!