en
ge

“კავკასიური სახლის” სახალხო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი აცხადებს მიღებას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ქართულენოვან ჯგუფში 2022 სასწავლო წლისათვის. 

პროექტის მზიანია მისცეს საფუძვლიანი ცოდნა როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს კავკასიაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენათა შესახებ; ასევე კავკასიელი ხალხების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ. 

პროექტის ფარგლებში ლექცია – სემინარები ჩატარდება თვეში სამჯერ. გარდა წინასწარ დაგეგმილი ლექციებისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ე. წ. „საუბრები აქტუალურზე“, სადაც მსმენელები თვითონ იქნებიან მომხსენებლები და მოდერატორები.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი